„ლივერპულს“ ეკიტიკე 95 მილიონი უჯდება

0
11

„ლივერპული“ ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ თავდამსხმელ უგო ეკიტიკეს ყიდულობს.
Sky Sports-ის ჟურნალისტის პატრიკ ბერგერის ინფორმაციით, გერმანული კლუბი 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კიდევ 5 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. ეკიტიკე კონტრაქტს 2031 წლამდე გააფორმებს.
ეკიტიკეს ხელფასი ინგლისის ჩემპიონში წელიწადში 15-16 მილიონი ევრო იქნება. ფრანგი ფორვარდი „აინტრახტმა“ პსჟ-დან 2024 წელს შეიძინა. მანამდე, ის ფრანკფურტელებში იჯარით გამოდიოდა. გასულ სეზონში ეკიტიკემ „აინტრახტის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 48 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი