ლუის ენრიკე: „მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს შორის ნამდვილ კავშირს ვგრძნობდი“

0
11

პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს თქმით, სეზონის დასაწყისიდანვე მიზნად გუნდთან ერთად ისტორიის დაწერა დაისახეს. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის „ალიანს არენაზე“ მილანის „ინტერის“ 5:0 დამარცხების შემდეგ განაცხადა.
„სეზონის დასაწყისიდანვე მიზნად ისტორიის დაწერა დავისახეთ. დიდი დღესასწაულის მოწყობის დრო დადგა. მე მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს შორის ნამდვილ კავშირს ვგრძნობდი. ვფიქრობ, ჩვენ ეს დავიმსახურეთ. ასეთ დონეზე თამაში რთულია, მაგრამ ვიცოდით ზეწოლას როგორ უნდა გავმკლავებოდით.
„ოქროს ბურთს“ უსმან დემბელეს მივცემდი. ისე როგორც ის განვლილ მატჩში თავს იცავდა, „ოქროს ბურთად“ მხოლოდ ეს ღირს. გუნდს სწორედ ასე უნდა გაუძღვე – გოლები, ტიტულები, ლიდერობა, დაცვა, პრესინგი. „ოქროს ბურთზე“ ჩემი არჩევანი უსმანია და ამაში ორი აზრი არაა“ –  იუწყება ესპანელის სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი