ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონის 25-ე ტურში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. „ვიტესი“, რომელშიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი გამოდის შინ „ემენი“ 2:0 დაამარცხა.
ეგოიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 35-ე წუთზე ზუსტი პასი მისცა საჯარიმოში გახსნილ ჰაუსმანს, რომელმაც თანაგუნდელს გარჯა დაუფასა. 59-ე წუთზე ეგოიანმა „ემენის“ ნახევარზე საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ბურთი ჰაუსმანს მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოს გარედან ეფექტური გოლი გაიტანა.
20 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „ვიტესის“ მაისურით ჩემპიონატში ჩატარებულ 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. გარდა ამისა, მან ნიდერლანდების თასზე ერთი შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი აიღო.
„ვიტესს“ სეზონის წინ ფინანსური პრობლემების გამო 27 ქულა დააკლეს და მინუს 2 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





