ქუთაისის „ტორპედო“ შეკრებაზე ესპანეთში გაემგზავრა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. მარბელაში ქუთაისელები ასეთი შემადგენლობით ჩავიდნენ:
მეკარეები: ფილიპ კლიაიჩი, ოთო გოშაძე, სოსო კოპალიანი.
მცველები: მამადუ სახო, სოლომონ კვერკველია, ცოტნე ნადარაია, ლევან ხარაბაძე, ვარლეი დე სილვა, ერიკ პიმენტელი, მათე ტოფაძე, ამირან ტყეშელაშვილი.
ნახევარმცველები: მერაბ გიგაური, ირაკლი ბიძინაშვილი, მოჰამედ ჩერიფი, ფილიპე პირესი, პაატა ღუდუშაური, ცოტნე ფაცაცია, ალეკო ბასილაძე, რაფაელ ლიმა.
თავდამსხმელები: ბიორნ იონსენი, გიორგი კოხრეიძე, ლუკა რეხვიაშვილი.
მომავალ სეზონში „ტორპედოში“ პაატა ღუდუშაური ითამაშებს, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი ისრაელის „ბენი საჰნინში“ გაატარა, მანამდე, 27 წლის ფეხბურთელი თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“, გორის „დილაში“ და ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა.
აქვე გეტყვით, რომ ჯერ „ტორპედოს“ ხელმძღვანელებს გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა არ დაუსახელებიათ. გავრცელებული ინფორმაციით ქუთაისელებს გერმანელი დირკ შუსტერი გაუძღვება.
ლაშა თაბაგარი





