ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, პსჟ-ს მაისურით პირველი გოლის გატანა მალე სურდა და ფრანგულ გრანდში ყოფნით ბედნიერია. მან ამის შესახებ საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში შინ „მონაკოსთან“ 4:1 მოგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც პარიზელთა მაისურით თავის ანგარიშზე სადებიუტო გოლი ჩაიწერა.
„საუკეთესო გრძნობაა, როდესაც გოლი ამ სტადიონზე ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ იტან. მინდოდა, რომ პირველი გოლი მალე გამეტანა. თავდაუზოგავად შრომა უნდა გავაგრძელო, რომ ამ საოცარ გუნდს დავეხმარო. ყველა კარგად მექცევა და აქ ყოფნით ბედნიერი ვარ“ – ციტირებს საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბს RMC Sport.
კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ სამ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. მან ერთი თამაში საფრანგეთის თასზე გაამრთა.
ლაშა თაბაგარი





