„მანჩესტერ სიტიმ“ ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ ომარ მარმუში შეიძინა, რის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახუირ იუწყება.
„სიტიმ“ ეგვიპტის ეროვნული ნაკრების 25 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 62,3 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. მან მანჩესტერელებთან ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ის „აინტრახტში“ 2023 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 67 მატჩში 37 გოლი გაიტანა, პლუს 20 საგოლე პასი გააკეთა.
„სიტის“ არსებობის ისტორიაში მარმუშის ტრანსფერი ძვირადღირებულებს შორის მეოთხეა.
ინგლისურმა გრანდმა ყველაზე დიდი თანხა გარემარბ ჯეკ გრილიშში გადაიხადა, რომელიც ბირმინგემის „ასტონ ვილადან“ 100 მილიონი გირვანქა სტერლინგად შეიძინა.
მეორე ადგილზე მცველ იოშკო გვარდიოლის ტრანსფერია, რომელიც „ლაიფციგიდან“ 77,6 მილიონად იყიდა, ხოლო მესამეზე „ბენფიკადან“ უკანახაზელ რუბენ დიაშის შეძენაა – 65 მილიონი.
ლაშა თაბაგარი
