რევაზ ჩელებაძე: „კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ მოიგებს“

0
59

თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშიორის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ რევაზ ჩელებაძეს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიაპსჟ-ში გადასვლის შემდეგ,  ორ-სამ წელიწადში „ოქროს ბურთს“ მოიგებს.
„რა თქმა უნდა, ხვიჩა ესპანეთში რომ გადასულიყო სათამაშოვდ ვიდრე საფრანგეთში უკეთესი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ესპანეთში სამი დიდი კლუბია – „რეალი“, „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“. საერთო ჯამში, ესპანეთში უფრო ძლიერი ჩემპიონატია. რაც მეტი სერიოზული მეტოქ გყავს, როგორც ფეხბურთელი უფრო ძლიერდები.
ლიგა 1 თავისი დონით ტოპ-ლიგებში ბოლოდ ადგილზეა. თუმცა, იმავე პსჟ-ში მბაპე, ,ესი და ნეიმარი თამაშობდნენ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ვერ ნმოიგეს. ცხადია, ხვიჩასთვის ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება შეუძლებელია. მიუხედავად ამის, ის მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო ტურნირში მუდმივად ითამაშებს. „ნაპოლი“ კი ამ სეზონში ევროთასებზე საერთოდ არ გამოდიოდა, რაც სასაცილოა. ეს კლუბის პრეზიდენტის ბრალია. რას იზამ, ასეთი სულელია.
პსჟ-ში ხვიჩა ბედნიერი იქნება. ის მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრებს. „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორისაც უფრო მარალ ადგილს დაიკავებს და ამ ჯილდოს პრ-სამ წელიწადში მოიგებს.
იგი მთელ მსოფლიოს აჩვენებს თავის ძალას საფრანგეთის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაში. მით უმეტეს, ახლა ჩემპიონთა ლიგაში ძალიან ბევრი თამაშია. მას ნამდვილად ექნება თავის გამოჩენის შანსი საერთაშორისო დონეზე. ასევე არ დაგავიწყდეთ სანაკრებო მატჩები, რომლებშიც ხვიჩა ყოველთვის გამორჩეულია“- იუწყება ჩელებაძის ნათქვამს euro-football.
ლაშა თაბაგარი