ლიმასოლის „არისი“, რომელშიც გიორგი ქვილითაია გამოდის კვიპროსის ჩემპიონატში გალიდერდა. მე-18 ტურში „არისმა“ სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ „პაფოსს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე სერბმა ნახევარმცველმა ნიკოლიჩმა გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. ქვილითაიამ გასული წლის ნოემბრის დასაწყისში მიღებული ტრავმის მორჩენის შემდეგ, მე-17 ტურში „ომონიასთან“ (2:0) ითამაშა, მაგრამ ამჯერად თავის გამოჩენის სანსი არ მისცეს.
ლაშა თაბაგარი





