ქოჩორაშვილმა წაუგებელი სერია გაახანგრძლივა

0
35

„ლევანტემ“, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 22-ე ტურში „კადისს“ უმასპინძლა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. „ლევანტემ“ ჩემპიონატში ბოლო 5 შეხვედრიდან 1 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა. ვალენსიელებს 36 ქულა აქვთ და 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე არიან.
კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში აპოელმა შინ “ომონია 29მ” 4:0 დაამარცხა. მასპინძლებში ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა. მოქმედი ჩემპიონი აპოელი 32 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი