ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) მსოფლიოს 2024 წლის საუკეთესო მეკარე დაასახელა. 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ემილიანო მარტინესია, რომელმაც კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა, ჯამში დაგროვებული 167 ქულით.
მესამე ადგილი ერგო გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც 55 ქულა მიიღო. ქართველი მეკარე მარტინესის გარდა, უნაი სიმონს ჩამორჩა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი მეკარე სამეულში მოხვდა.
1. ემილიანო მარტინესი (არგენტინა) – 167 ქულა
2. უნაი სიმონი (ესპანეთი) – 91
3. გიორგი მამარდაშვილი (საქართველო) – 55
4. მაიკ მენიო (საფრანგეთი) – 52
5. ტიბო კურტუა (ბელგია) – 28
6. იან ზომერი (შვეიცარია) – 25
6. ანდრიი ლუნინი (უკრაინა) – 25
8. ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია) – 23
9. დავიდ რაია (ესპანეთი) – 21
10. გრეგორ კობელი (შვეიცარია) – 17





