მიქაუტაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

0
35

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურის სიმბოლ;ურ ნაკრებში მოხვდა.
განვლილ ტურში „ლიონი“ გასვლაზე გათამაშების ლიდერ პსჟ-ს შეხვდა და 1:3 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მე-40 წუთზე ჩერკის გამოზომილი პასის შემდეგ, დონარუმასთან პირისპირ დარჩენილმა იტალიელ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ ოსტატურად გადაუგდო – 1:2.  მიქაუტაძემ ანგარიშის შემცირების შემდეგ კარში შევიდა და ბურთიანად მოედნის ცენტრისკენ გამოემართა, მაგრამ გზად მიმავალი დონარუმამ წააქცია. ამის შემდეგ, ქართველმა და იტალიელმა იკამათეს, თუმცა ერთმანეთს სერიოზულად არ დაპირისპირებიან. საბოლოოდ მსაჯმა ორივე გააფრთხილა. ქართველი ფეხბურთელი 66-ე წუთზე შეცვალეს. მიქაუტაძემ, რომელიც „ლიონში“ სადებიუტო სეზონს ატარებს საფრანგეთის ჩემპიონატში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ევროპა ლიგის საერთო ეტაპზე მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი