კიტეიშვილი – პირველი “ქართული” გოლის ავტორი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში

0
61

ოთარ კიტეიშვილი ჩემპიონთა ლიგის 2025-2025 წლების გათამაშებაში პირველი “ქართული” გოლის ავტორი აღმოჩნდა. საერთო ეტაპის მე-6 ტურში გრაცის “შტურმი”, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად საფრანგეთის “ლილს” შეხვდა და 2:3 დამარცხდა.
კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად კაპიტნის სამკლავურიო არ ეკეთა. შეხვედრა მასპინძლების დიდი უპირატესობით დაიწყო და ერთ ეპიზოდში ავსტრიელთა კარში პენალტიც დაინიშნა, რომელიც  მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გააუქმა.
37-ე წუთზე “ლილის” კონტრშეტევის დროს საჰრაუი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და შორეულ დაბალ კუთხეშო ზუსტად დაარტყა – 1:0. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე “შტურმის” დაცვა “ჩავარდა” და ბაკერმა ფრანგები კიდევ უფრო წინ გაიყვანა. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, “ლილის” ფეხბურთელმა თავის საჯარიმოში ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც ჩუკვუაანი ფეხიდან კიტეიშვილის მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი “ცაციათი” მეკარისგან ახლო “ცხრიანში” გაიტანა. ის მეექვსეა ქართველია, რომელმაც თავი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში გამოიჩინა. მანამდე, იმავე მიხეილ აშვეთიამ, გიორგი დემეტრაძემ, კახა კალაძემ ლევან კობიაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხეს.
47-ე წუთზე ფრანგების ნახევარზე მყოფმა კიტეიშვილმა დროულად გადააწოდა ბურთი მარცხენა ფლანგზე ბოვინგს, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა და ბიერეცმა ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ, კიტეიშვილმა გოლის გატანა ისევ სცადა, მაგრამ საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი კარს აცდა. 90-ე წუთზე მოედანზე ახლადშესულმა ჰარალდსონმა გრაცელთა კარი აიღო და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. “შტურმი”, რომელიც 3 ქულით 36 გუნდში 29 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 2025 წლის იანვარში სტუმრად ბერგამოს “ატალანტასთან” ჩაატარებს.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ლაშა თაბაგარი