გვარდიოლამ „სიტის“ არადამაჯერებელი თამაშის მიზეზი ახსნა

0
36

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლმა ბოლო პერიოდში თავისი გუნდის არადამაჯერებელი თამაშის მიზეზი განმარტა.
„ჩვენ რაც გადაგვარჩენს ეს სტილია, რომლითაც ვთამაშობთ. ჩვენ ისე არ გამოვდივართ როგორც საჭიროა – უფრო პრაგმატულად უნდა ვითამაშოთ. ბოლო 8-9 წლის მანძილზე ჩვენი ძალა ბურთის კონტროლშია და მას უნდა გავუფრთხილდეთ, რათა მეტოქე ვარბენინოთ და ვარბენინოთ.
ახლა ძალიან სწრაფად ვუტევთ და ბევრ რამეს არასწორ ტემში ვაკეთებთ. ბურთს ვკარგავთ და ბევრი სწრაფი კონტრშეტევა გვეპარება, რითაც თითოეული მეტოქე ჩვენზე უკეთესად თამაშობს. ჩვენ ისევ უნდა გავამარტივოთ თამაში და თავდაჯერება დაგვიბრუნდება. როდესაც ათას ან მილიონ გადაცემას გავაკეთებთ, ეს დაგვეხმარება გავხდთ ისე, ვინც ვართ“ – იუწყება ინგლისური მედია  ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს.
ლ;აშა თაბაგარი