აზაროვი ჩემპიონთა ლიგაში ისევ არ ათამაშეს

0
65

დონეცკის „შახტარი“, სადაც ირაკლი აზაროვი თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-6 ტურში გელზენკირხენში მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდა და 1:5 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი მასპინძლების განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. მას მიმდინარე ტურნირშ, რომელიც ახალი ფორმატით ტარდება, არცერთი მატჩი ჩაუტარებია.
მასპინძლებიდან ანგარიში კევინმა გახსნა, ხოლო სტუმრებიდან დუბლი ოლისემ შეასრულა, თითო გოლი ლაინერმა, მიულერმა და მუსიალამ მიითვალეს. „შახტარი“ 4 ქულით 36 გუნდში 27 ადგილზეა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ლაშა თაბაგარი