„ვალენსია“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში შინ „რაიო ვალეკანოს“ შეხვდა და ქულაც ვერ აიღო – 0:1.
სტუმრებმა ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე გაიტანეს, როდესაც კუთხური ჩააწოდეს და სისმა თავით „ცხრიანში“ ზუსტად დაარტყა – მამარდაშვილმა რეაგირება ვერ მოახერხა. 28-ე წუთზე ქართველი გოლკიპერი მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთმა შეაწუხა და რუბენ ბარახა მის შეცვლას აპირებდა, მაგრამ ექიმების ჩარევის შემდეგ, გიორგი თამაში გააგრძელა. 52-ე წუთზე მამარდაშვილი „რაიოს“ ფეხბურთელთა კამათისთვის გააფრთხილეს. „ვალენსია“ 10 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა.
ბოსნიის ჩემპიონატის მე-17 ტურში გიორგი გულიაშვილის “სარაევო” სტუმრად “პოსუშიეს” უგოლო ფრეზე გაეყარა. ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და 83-ე წუთზე გააფრთხილეს. “სარაევო” 38 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





