“ნაპოლი” იტალიის თასს დაემშვიდობა – კვარაცხელია არ ათამაშეს

0
66

“ნაპოლი” იტალიის თასის 1/4-ფინალში ვერ გავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის გარეშე, რომელიც განაცხადში იყო, მაგრამ ანტონიო კონტემ არ ათამაშა, ნეაპოლელები 1/8-ფინალში სტუმრად რომის “ლაციოსთან” 1:3 დამარცხდნენ.
მასპინძლებიდან 32-ე წუთზე ანგარიში ნიდერ;ანდელმა თავდამსხმელმა ნოსლინმა გახსნა, ხოლო ოთხ წუთში გოვანი სიმეონემ საპასუხო ბურთი გაიტანა. 41-ე წუთზე ნოსლინმა დუბლი შეასრულ, ხოლო 50-ე წუთზე “ლაციოს” მაისურით პირველი ჰეთ-თრიქიც მიითვალა. ის რომაულ გუნდში სადებიუტო სეზონს ატარებს და მანამდე სერია A-ში ორი გოლი გაიტანა. “ნაპოლი” თასის გათამაშებას ზედიზედ მეოთხედ გამოეთიშა, ხოლო “ლაციო” 1/4-ფინალში მიჯრით მეოთხედ გავიდა. შეგახსენებთ, რომ “ნაპოლი” 32 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი