საქართველოს ეროვნული ნაკრების და „ნაპოლის“ გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ხილვა თავის რიგებში „მანჩესტერ სიტისაც“ სურს, იუწყება TBR Sports.
გამოცემის ინფორმაციით, ინგლისური გრანდი მზადაა 23 წლის ქართველი ფეხბურთელის შესაძენად კონკურენტებთან ბრძოლაში ჩაერთოს.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი





