ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელიც მომდევნო წლის ნოემბერში 19-წლამდელთა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთვება ჯგუფში ხორვატიას, სერბეთს და გიბრალტარს შეხვდება. ჯგუფის მასპინძელი ხორვატიაა.
სანდრო კობახიძის 16-წლამდელთა ნაკრები, რომელიც შემოდგომაზე 17-წლამდელთა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვება, ჯგუფში ისლანდიას და საბერძნეთს დაუპირისპირდება. 3-გუნდიანი ჯგუფიდან, რომლის მასპინძელი საქართველოა, შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი გუნდი განაგრძობს.
გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრები, მარტში ევროპის ჩემპიონატის მეორე რაუნდის B ლიგაში იასპარეზებს, სადაც 2008 წელს და შემდეგ წლებში დაბადებულთა გუნდი – ლიეტუვასა და ყაზახეთთან იპაექრებს. რეიტინგული შინაარსის მქონე ტურნირს ყაზახეთი უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი





