დონცეკის “შახტარმა’, რომელშიც ირაკლი აზაროვი გამოდის, უკრაინის პრემიერლიგის მე-16 ტურში პოლტავის “ვორსკლას” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი, რომელსაც მიმდინარე სეზონში არცთუ ხშირად ათამაშებენ, ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში იყო. ის მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებიდან ანგარიში მე-14 წუთზე ნევერტონმა გახსნა, ხოლო სუდაკოვმა 22-ე წუთზე თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. 36-ე წუთზე თავი ლასინა ტრაორემ გამოიჩინა. “ვორსკლადან” ერთდერთი გოლი 77-ე წუთზე ნესტერენკომ გაიტანა. “შახტარი” 33 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





