საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მეტოქეები ელიტ რაუნდში ცნობილია.
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდი მე-7 ჯგუფში პოლონეთს, სლოვაკეთს და ჩერნოგორიას დაუპირისპირდება. ჯგუფის მასპინძელი საქართველოა იქნება. გამარჯვებული 13 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით რუმინეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
მომავალ ტურნირზე ელიტ რაუნდიდან 7 ჯგუფის პირველადგილოსანი და მასპინძელი რუმინეთი იასპარეზებენ.
ელიტ რაუნდში ჩვენი 19-წლამდელების განრიგი ასეთია:
19 მარტი, საქართველო – პოლონეთი
22 მარტი, საქართველო – სლოვაკეთი
25 მარტი, საქართველო – ჩერნოგორია
ლაშა თაბაგარი





