ზივზივაძის ორი საგოლე გადაცემა – “კარლსრუე” გერმანიის თასიდან გავარდა

0
47

მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე „კარლსრუე“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, გერმანიის თასის 1/4-ფინალში ვერ გავიდა. 1/8-ფინალში „კარლსრუე“ შინ ბუნდესლიგის „აუგსბურგს“ შეხვდა და პენალტების სერიაში წააგო.
37-ე წუთზე მასპინძლებიდან პენალტი ვანიტცეკმა  ვერ გამოიყენა. მე-40 წუთზე სტუმრები ესენდემ დააწინაურა. 54-ე წუთზე ზივზივაძის გადაცემის შემდეგ შლეუსენერმა ანგარიში გაათანაბრა. 111-ე წუთზე ზივზივაძის პასის მერე, ვანიტცეკმა “კარლსრუე” წინ გაიყვანა, მაგრამ 123-ე წუთზე “აუგსბურგიდან” თავი ვარგასმა გამოიჩინა – 2:2..
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა 94-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 121-ე წუთზე შეცვალეს. „კარლსრუე“ თერთმეტმეტრიანებში 4:5 დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი