კრაიოვას „უნივერსიტატია“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი თამაშობს, რუმინეთის თასის მესამე ეტაპზეა. მე-2 ეტაპზე კრაიოველები სტუმრად „პეტროლულს“ შეხვდნენ და 2:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლ;ობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 0:0 იყო.
საბერძნეთის თასის 1/8-ფინალიდან გავარდა ოფი, რომლის ღირსებას ლევან შენგელია იცავს. ორი სტუმრად „ვოლოსს“ შეხვდა და 0:1 წააგო. ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბი სასტარტოში თამაშობდა და 62-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი





