რამაზ სვანაძე: “ასეთ გუნდებთან დაპირისპირება ფეხბურთის დღესასწაულია”

0
52

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძეს მიაჩნია, რომე  ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე C ჯგუფში მყოფი დონის გუნდებთან დაპირისპირება ფეხბურთის დღესასწაულია
„საინტერესო ჯგუფია, რა თქმა უნდა, რთული მატჩები გვექნება, თუმცა ასეთ გუნდებთან დაპირისპირება ჩვენთვის საფეხბურთო დღესასწაულია.
ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ვთამაშობთ, ამ ტურნირზე ყოფნის უფლება ამჯერად ჩვენი თამაშითა და უდიდესი შრომით მოვიპოვეთ. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სამწვრთნელო შტაბი, ასევე ფეხბურთელები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ.
სხვა დეტალებზე, ალბათ, მოგვიანებით უნდა ვისაუბროთ, წინ გვაქვს მარტის სანაკრებო პაუზა, ივნისშის ამხანაგური მატჩები და იმედი მაქვს, რომ ყველა ფეხბურთელი ამ თამაშებს მწყობრში შეხვდება“.
სლოვაკეთში 11 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით გასამართ ევროპირველობაზე ჩვენი 21-წლამდელები C ჯგუფში პორტუგალიას, საფრანგეთს და პოლონეთს შეხვდებიან. 1/4-ფინალში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები გადიან.
11 ივნისი | ჟილინა, 23:00 პოლონეთი – საქართველო
14 ივნისი | ჟილინა, 23:00 საფრანგეთი – საქართველო
17 ივნისი | ტრენჩინი, 20:00 საქართველო – პორტუგალია
ლაშა თაბაგარი