„გრანადა“, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი გამოდის, ესპანეთის თასის 1/16-ფინალში გავიდა..
სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე გრანადელები სტუმრად თანალიგელ „სარაგოსას“ შეხვდნენ და პენალტების სერიაში აჯობეს. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 2:2 დასრულდა. თერტმეტმეტრიანები უკეთესად „გრანადას“ ფეხბურთელებმა შეასრულეს და 5:4 გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო და პენალტიც ზუსტად დაარტყა.
ლაშა თაბაგარი





