თორნიკე გაფრინდაშვილმა მიმდინარე სეზონში პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-18 ტურში გდინიას „არკამ“, სადაც ქართველი გარემარბი გამოდის, სახლში „სტალ ჟეშუვი“ მიიღო და 2:1 აჯობა. გაფრინდაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 23-ე წუთზე საუცხოო გოლი გაიტანა – დაახლოებით 17მეტრიდან წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო. ის 78-ე წუთზე შეცვალეს. ამ სეზონში გაფრინდაშვილმა ერთი გოლი გარდა, 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. „არკა“ 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში ლაშა დვალის აპოელი შინ „არისს“ დაუპირისპირდა, რომელშიც გიორგი ქვილითაია გამოდის და 1:2 წააგო. საქართველოს ნაკრების წევრებიდან მხოლოდ მცველმა დვალმა ითამაშა შეუცვლელად, ფორვარდი ქვილითაია კი ტრავმის გამო განაცხადში არ იყო. „არისი“ 29 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა, ხოლო აპოელი 20 ქულით მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი





