მიქაუტაძე სასტარტოში ისევ ვერ მოხვდა

0
69

ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მე-5 ტურში სტუმრად აგდამის “ყარაბაღთან” შესრულებული დუბლის მიუხედავად, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურში “ლიონის” სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა.
ლიონეელებმა “ნიცა’ მიიღეს და 4:1 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი თამაშში 71-ე წუთზე ლაკაზეტის ნაცვლად ჩაერთო, რომელმაც სტუმართა კარში სამი გოლი გაიტანა. იმ დროს მატჩში ხუთივე გოლი გატანილი იყო. “ლიონი” 22 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
საბერძნეთის სუპერლიგის მე-13 ტურში ლევან შენგელიას ოფი თავის მოედანზე გათამაშების ლიდერ “ოლიმპიაკოსთან” 0:2 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. ოფი 16 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი