ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „მალიორკას“ შეხვდა და მინიმალური სხვაოობით დამარცხდა.
სტუმრებიდან 32-ე წუთზე ანგარიში პენალტიდან ლუის რიოხამ გახსნა. „მალიორკას“ საპასუხო გოლის გატანის შანსი ლარინს ჰქონდა, რომლის სახიფათოდ დარტყმული ბურთი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ მოიგერია. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე ლარინმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა.
81-ე წუთზე „ვალენსიას’ ნახევარზე მყოფმა დარდერმა მარჯვენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა და მამარდაშვილი კარიდან გამოვიდა ბურთის დასაუფლებლად, მაგრამ შემდეგ შეჩერდა, რითაც პრატსმა ისარგებლა, რომლის თავური ზუსტი აღმოჩნდა.
„ვალენსია“ 10 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





