„კრაკოვია“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა პოლონეთის ექსტრაკლასას მე-17 ტურში შინ ლუბინის „ზაგლებიეს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს მე-9 წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს, მაგრამ მასპინძლებმა სამი ქულა მაინც ვერ აიღეს.
„კრაკოვია“ მე-10 წუთზე დაწინაურდა, ხოლო „ზაგლებიემ“ საპასუხო ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაიტანა. კაკაბაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. „კრაკოვია“ 30 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
უნგრეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში „ნირედჰაზამ“, სადაც ნიკა კვეკვესკირი გამოდის, „პაკში“ მიიღო და 4:2 სძლია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. „ნირედჰაზა“ 18 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





