ბოსნიის ჩემპიონობისთვის მებრძოლი „სარაევო“, რომელშიც გიორგი გულიაშვილი გამოდის, სახლში უშუალო კონკურენტ და გათამაშების ლიდერ „ზრინსკისთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში ბოსნიის პირველობაზე ჩატარებულ 15 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. სტუმრებმა ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე გაიტანეს.
„სარაევოს“ 34 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა – ლიდერ „ზრინსკის“ 4 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





