ეგოიანის პირველი საგოლე პასი ნიდერლანდებში

0
53

ირაკლი ეგოიანმა მიმდინარე სეზონში ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონში თავისი პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა.
მე-17 ტურში „ვიტესი“, სადაც საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ნახევარმცველი გამოდის, შინ „ჰელმონდს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. ეგოიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ ჯონათანსმა ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებიდან მეორე გოლი 69-ე წუთზე ვისერმა გაიტანა, ხოლო ეგოიანი 86-ე წუთზე შეცვალეს. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემის გარდა, ჩემპიონატში გატანილი 2 გოლია. კიდევ ერთხელ მან თავი თასზე გამოიჩინა.
„ვიტესს“ ფინანსური პრობლემების გამო სეზონის წინ ქულები დააკლეს და მინუს 12 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი