ოდიშარიას და სილაგაძის საშინაო მარცხი ბერძნებთან

0
45

უეფას ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მე-5 ტურში „რიგასმა“ საბერძნეთის პაოკი მიიღო და ორი უპასუხო გოლი გაუშვა.
ლატვიიურ გუნდში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ლაშა ოდიშარიამ შეუცვლელად ითამაშა. „რიგასის“ კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ლუკა სილაგაძე თდარიგში იყო და თამაშში 28-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად ჩაერთო. სტუმრებიდან მე-2 წუთზე ანგარიში დესპოდოვმა გახსნა, ხოლო 59-ე წუთზე მეტოქის კარი ჩალოვმა აიღო.
„რიგასი“ 2 ქულით 36 გუნდში ბოლოსწინაა. ევროპა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ
ლაშა თაბაგარი