მიქაუტაძის პირველი დუბლი ევროთასებზე

0
73

გიორგი მიქაუტაძეს თავის საფეხბურთო კარიერაში ევროთასებზე პირველი დუბლი შეასრულა. “ლიონმა”, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მე-5 ტურში სტუმრად აგდამის “ყარაბაღს” შეხვდა და 4:0 მოუგო.
მატჩის მე-15 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ნუამამ საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 0:1. შესვენებამდე მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების შანსი ორჯერ ჰქონდათ, მაგრამ ჯერ ანდრადეს დარტყმული ბურთი მოხვდა გვერდით ძელს, ხოლო შემდეგ ჟუნინიომ დაარტყა თავით და ფრანგები ზედა ძელმა “გადაარჩინა”.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 15 წუთში “ლიონს” წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ სტუმართა მოთამაშის დარტყმის მერე ბურთი ხარიხიდან ტალიაფიკოს მიუვიდა, რომლის დარტყმული აზერბაიჯანელთა მეკარემ გაანეიტრალა.
63-ე ტოლისომ შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი “ცხრინში” გაახვია. 68-ე წუთზე მიქაუტაძემ საუცხოო პასი მისცა მარჯვენა ფლანგზე გახსნილ ბენრაჰმას, რომლის გადაცემის შემდეგ მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა ფოფანამ ერთი შეხებით ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა.
მე-80 მიქაუტაძემ “ყარაბაღის” საჯარიმოში მუსტაფაზადე “გააბრუა” და შემდეგ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო. აგდამელებიდან ერთადერთი გოლი 88-ე წუთზე პენალტიდან ჟუნინიომ გაიტანა.
“ლიონი” 10 ქულით 36 გუნდში მე-6 ადგილზეა. ევროპა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ
ლაშა თაბაგარი