არგენტინის ეროვნული ნაკრების და „ინტერ მაიამის“ კაპიტანის ლიონელ მესის აზრით, წელს „ოქროს ბურთის“ მოგებას ლაუტარო მარტინესი იმსახურებს.
„მან საუცხოო სეზონი ჩაატარა. ის კოპა ამერიკის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა. ლაუტარომ „ოქროს ბურთს“ უფრო მეტად იმსახურებს, ვიდრე რომელიმე სხვა“ – იუწყება მესის ნათქვამს La Gazzetta dello Sport იუწყება.
2024 წელს ლაუტარო მარტინესმა მილანის „ინტერში“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გარდა ამისა, არგენტინის ნაკრებთან ერთად სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში გაიმარჯვა და ასევე საუკეთესო გოლეადორის პრიზი მოიპოვა.
გაზეთ „ფრანს ფუტბოლის“ მიერ დაწესებული „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემინიალი 28 ოქტომბერს პარიზში თეატრ შატლში გაიმართება.
ლაშა თაბაგარი





