გიორგი მამარდაშვილის განცხადებით, „ლივერპულის“ სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად იმ შემთხვევაშიც იბრძოლებს თუ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მეკარე ალისონი მომავალი წლის ზაფხლში კლუბიდან არ წავა.
„მე „ლივერპულის“ პროექტმა მიმიზიდა, როდესაც კლუბის წარმომადგენლები კონტრაქტის გასაფორმებლად შემხვდნენ. ძირითადი მეკარის პოზიციისთვის იმ შემთხვევაშიც ვიბრძოლებ თუ ამჟამინდელი მეკარე გუნდიდან არ წავა“ – იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის მეკარის ნათქვანს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
მამარდაშვილმა მიმდინარე წლის ზაფხულში გააფორმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი, რომლის დეტალები არ გახმაურებულა, მის სანაცვლოდ „ვალენსიამ“ 30 მილიონი ევრო მიირო და პლუს 5 მილიონი ევრო ბონისადაა გათვალისწინებული. 32 წლის ალისონს ინგლისურ გრანდთან კონტრრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი





