ზარიას სამქულიანი „გასროლა“

0
37

გიორგი ზარიამ, რომელიც ყაზახეთის პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, ალმათის „ქაირათის“ მაისურით თავისი მეოთხე გოლი გაიტანა. „ქაირათი“ თავის მოედანზე ყიზილორდას „ქაისარს“ შეხვდა და ქართველმა ნახევარმცველმა თავისი გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მან 86-ე წუთზე დაახლოებით 23-24 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი ბადეში გაახვია.
ზარიამ შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც სექტემბერში ერთა ლიგაში გამართულ მატჩებში ეროვნულ გუნდში გამოძახებულმა ალმათელთა მცველმა ლუკა გადრანმა. „ქაირათი“ 35 ქულით 13 გუნდში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი