ბრატისლავას “სლოვანისთვის”, რომელშიც გურამ კაშია გამოდის ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა. საერთო ეტაპის პირველ ტურში სლოვაკები სტუმრად გლაზგოს “სელტიკს” შეხვდნენ და 1:5 განადგურდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. შოტლანდიელებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ მეტოქის კარი 4-ჯერ აიღეს, რასაც ბრატისლაველებმა ერთი გატანილი ბურთით უპასუხეს.
“სლოვანი” ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო მატჩს 1 ოქტომბერს შინ “მანჩესტერ სიტისთან” ჩაატარებს, რომელმაც პირველ ტურში თავის მოედანზე მილანის “ინტერთან” უგოლო ფრე ითამაშა.





