საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი გელზენკირხენში „ფელტინს არენაზე“ ჩაატარა, რომელიც საუკეთესოა მათთან შედარებით, სადაც მანამდე ვილი სანიოლის გუნდმა ითამაშა.
გერმანიაში ბოლო დღეებია დაცხა და გელზენკირხენშიც მზემ მაგრად დააჭირა. ჩვენ გუნდს 1/8-ფინალში გასვლის შანსი ბოლო ტურამდე ჰქონდა, რაც დებიუტანტისთვის ცუდი შედეგი არაა. თუმცა, კრიშტიანუ რონალდუს მრისხანე პორტუგალია უნდა დაემარცხებინა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა.
„ფელტინს არენაზე“, სადაც 62127 ადამიანი ეტევა, ქართველი გულშემატკივრები დიდი რაოდენობით შეკრიბნენ. თუმცა, არც პორტუგალიელები იყვნენ ცოტა. სტადიონისკენ მიმავალ გზაზე ქართველ და პორტუგალიელ ფანებთან ერთად ვიმგზავრე და ქომაგობაში მათი შეჯიბრების მომსწრეც გავხდი.
ჩეხეთთან შეხევდრისგან განსხვავებით სანიოლმა სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ფეხბურთელი შეცვალა. ევროპის ჩემპიონატზე თავისი პირველი მატჩი გიორგი გველესიანმა და ოთარ კიტეიშვილმა ჩაატარეს, ხოლო ლოჩოშვილი სასტარტოში პირველად მოხვდა. გარდა ამისა, საწყის თერთმეტეულში გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა. თამაშის დაწყებამდე რონალდუ თავად მივიდა კვარაცხელიასთან და ხელის ჩამორთმევის შემდეგ, მეგობრულად მოიკითხა,
საქართველოს ნაკრების დაცვის ცენტრში გურამ კაშია, ლაშა დვალი და გველესიანი იდგნენ, რომლებსაც მარჯვნიდან ოთარ კაკაბაძე ეხმარებოდა, ხოლო მარცხნიდან – ლუაკ ლოჩოშვილი. ნახევარდაცვის ცენტრში გიორგი ქოჩორაშვილი და კიტეიშვილი თამაშობდნენ, მათ წინ კი – გიორგი ჩაკვეტაძე. თავდასხმის წყვილი უცვლელი იყო – გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვაარცხელია.
მატჩის მე-2 წუთზე პორტუგალიელმა მცველმა მოედნის ცენტრში მიქაუტაძეს ჩააბარა ბურთი, რომლის ზუსტი გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0. მას თამაშამდე „ათიანმა“ გოლის გატანა უსურვა, ხოლო ხვიჩა დაგვპირდა, რომ გოლს გაიტანდა და რონალდუს მაისურს გამოართმევდა.
მე-17 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ შორი მანძლიდან საჯარიმო დარტყმა ძალიან ძლიერად შეასრულა და მამარდაშვილმა რთული ბურთი მოიგერია. ტაიმის შუაწელში მაამრდაშვილმა უკვე პალინიას მიერ შორიდან დარტყმული ბურთი დააფიქსირა ხელებში. 27-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ნეტუმ მარცხნიდან ჩააწოდა და მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია, ხოლო ახლო მანძლიდან კონსეისაუს დარტყმული კარის ბადეს გარედან მოხვდა.
კრიშტიანუ რონადლუმ მიიჩნია, რომ ამ ეპიზოდში ქართველი მცველი საჯარიმოში ხელით იჭერდა და პენალტი მოითხოვა, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია, ამის გამო რონალდუს მძაფრი ტრაქცია ჰქონდა და ყვითელი ბარათი მიიღო.
29-ე წუთზე ჟოაო ფელიქსმა საჯარიმოს გარედან არაზსუტად დაარტყა. 33-ე წუთზე ჩაკვეტაძემ და კვარაცხელიამ მეტოქის საჯარიმოში გაითამაშეს ბურთი და ხვიჩას დარტყმული კარის ბადეს გარედან შეეხო. 35-ე წუთზე საქართველოს ნაკრების საჯარიმოში რონალდუ დარჩა ხელსაყრელ პოზიციაძე, მაგრამ მისი დარტყმული გველესიანმა დაბლოკა.
36-ეწუთზე კვარაცხელიამ ჯარიმიდან პორტუგალიელთა საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელსაც მართალია გველესიანი თავით ვერ შეწვდა, მაგრამ პირენელები მეორე გოლის გაშვებას გადარჩნენ. ტაიმის მიწურულს პალინია დაახლოებით 22 მეტრიდან შეეცადა მამარდაშვილის კარის აღებას, მაგრამ ააცილა. მსაჯის მიერ პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ჟოაო ფელიქსმა ჩვენი საჯარიმოს ხაზიდან სახიფათოდ დაარტყა და მამარდაშვილი ბურთს დაეუფლა.ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში კონსეისაუმ კუთხურიდან პირდაპირ კარში ჩაახვია ბურთი, რომელიც მამარდაშვილმა მუშტებით მოიგერია. საქართველოს ნაკრებმა ტაიმი ერთბურთიანი უპირატესობით მოიგო.
მეორე ტაიმნის დასაწყისში პორტუგალირელთა კუთხურის შემდეგ, ახლო მანძილიდან რონალდუს დარტყმული დვალმა დაბლოკა, ზედიზედ მეორე სტანდარტულის შესრულების შემდეგ, დანილო პერეირამ ორიოდე მეტრიდან არაზუსტად დაარტყა. 49-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა კაკაბაძემ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და მიქაუტაძე ბურთს ვერ მიწვდა, ხოლო ხვიჩამ ძალიან კარგი პოზიციიდან ცუდად დაარტყა და დუბლის შესრულების შანსი ხელიდან გაუშვა.
53-ე წუთზე პორტუგალიელთა საჯარიმოში შეჭრილი ლოჩოშვილი ანტონიო სილვამ წააქცია და მსაჯმა ეპიზოდის ვიდეორეფერისთან გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი მიქაუტაძემ შეასრულა და საქართველოს ნაკრების კიდევ უფრო დააწინაურა – 2:0.
63-ე წუთზე ლოჩოშვილი, რომელმაც ტრავმა მიიღო გიორგი წიტაიშვილმა შეცვალა. 71-ე წუთზე კიტეიშვილმა მოედნის ცენტრიდან კარგი პასი მისცა ჩაკვეტაძეს, რომელიც მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის შანსი ვერ გამოიყენა. 76-ე წუთზე გველესიანი დაშავდა და მისი ადგილი სოლომონ კვერკველიამ დაიკავა. 85-ე წუთზე მიქაუტაძე პორტუგალიელთა ნახევარზე ორ მეტოქეს გაექცა და დროული პასი მისცა საჯარიმოში გახსნილ დავითაშვილს, რომელის დარტყმული ბურთი ბადეს გარედან მოხვდა.
მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ჟოაო ფელიქსის ზუსტი გადაცემის შემდეგ, კარის წინ მდგომი სემედუს დარტყმული მამარდაშვილმა გაანეიტრალა. მალე დიოგო ჟოტას გადაცემის მერე, ჩვენს საჯარიმოში მყოფმა რამუშმა ბურთს მიმართულება ქუსლით შეუცვალა და გოლის გატანის რეალური შანსი გაანიავა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს, რომელიც მამარდაშვილის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, ვისაც წილად ასეთი პატივი ერგო.
საქართველომ ჯერჯერობით ტურნირზე ყველაზე დიდი სენსაცია გამოაცხო და პორტუგალია დაამარცხა, რომელმაც მანამდე ზედიზედ ჯგუფში 2 მატჩი მოიგო.
საქართველოს ნაკრებმა თავის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 4 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და 1/8-ფინალში გავიდა, რაც უდიდესი მიღწევაა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევისთვის საქველმოქმედი ფონდ “ქართუსგან” საჩუქრად 30 მილიონი ლარი მიიღო.
საქართველო – პორტუგალია 2:0 (1:0)
26 ივნისი. გელზენკირხენი. „ფელტინს არენა“.
საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი (კვერკველია, 78), ლოჩოშვილი (წიტაიშვილი, 63) , დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე (მექვაბიშვილი, 81), მიქაუტაძე, კვარაცხელია (დავითაშვილი, 81).
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
პორტუგალია: დიოგო კოშტა, დალოტი, დანილო პერეირა, ანტონიო სილვა (სემედუ, 66), ინაციო, ნეტუ (ჟოტა, 75), პალინია (რუბენ ნევეში, 46), ჟოაო ნევეში (ნუნიეში, 75), კონსეისაუ, კრიშტიანუ რონალდუ (რამუში, 65) (კ), ჟოაო ფელიქსი.
მთავარი მწვრთნელი: რობერტო მარტინესი.
გოლები: 1:0 კვარაცხელია (2), 2:0 მიქაუტაძე (57, პენ.)
გაფრთხილება: რონალდუ (28), ნეტუ (44), რუბენ ნევეში (53)
მთავარი მსაჯი: სანდრო შარერი (შვეიაცარია)
ლაშა თაბაგარი სპეციალურად „ათიანისთვის“ გელზენკირხენიდან
მადლობა მხარდაჭერისთვის სპორტისა და კულტურის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას
