
„კრემონეზე“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, იტალიის სერია A-ში გადასასვლელი პლეი-ოფის ფინალში გავიდა.
კრემონელებმა ნახევარფინალის პირველი მატჩი სტუმრად „კატანძაროსთან“ 2:2 დაასრულეს, ხოლო სახლში მეტოქე 4:1 დაამარცხეს. კრემონაში გამართულ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტოში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ გუნდებმა გოლები გაცვალეს.
ლოჩოშვილის გუნდი პლეი-ოფის ფინალში „ვენეციას“ შეხვდება. პირველი მატჩი 30 მაისს კრემონაში ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 2 ივნისს ვენეციაში.
ლაშა თაბაგარი




