ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იტალიის თასის ფინალში ბერგამოს „ატალანტასთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ, იტალიური გაზეთის Tuttosport-ის მთავარ რედაქტორის თავს დაესხა.
მან გამოცემის დირექტორს „ნეხვის დირექტორი“ უწოდა და დაემუქრა, რომ „ყურებს დააძრობდა“ თუ სიმართლის წერას არ დაიწყებდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ალეგრის, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, ზაფხულში დაითხოვენ და მის ნაცვლად ტიაგო მოტას დანიშნავენ.
ლაშა თაბაგარი





