თომას ტუხელი: „ნახევარფინალში მსოფლიოს უდიდეს კლუბს შეხვდებით“

0
35

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში შინ „არსენალის“ დამარცხებიდა და 1/2-ფინალში გასვლის შემდეგ, მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა განაცხადა, რომ მადრიდის „რეალთან“ ძალიან რთულ დაპირისპირებას ელოდება.
„ამ გამოწვევას მოუთმენლად ველოდები და იმედია, რომ შესაბამის სიმაღლეზე ვიქნებით. ნახევარფინალი სრულებით  სხვა იქნება, რადგან „რეალის“ სათამაშო სტილი „არსენალის“ სტილისგან ძალიან განსხვავდება. მიმდინარე სეზონში „რეალის“ ბევრი თამაში არ მინახავს. თუმცა, ეს ერთი-ერთი ყველაზე რთული დაპირისპირებაა ყველა შესაძლებელიდან. ნახევარფინალში მსოფლიოს უდიდეს კლუბს შეხვდებით.
იმედია, ზოგიერთი მოთამაშე დაგვიბრუნდება. ჩვენ ალტერნატიული ვარიანტები და სავსე სათადარიგოთა სკამი გვექნება. გუნდური სულისკვეთების, თავგანწირვის და სირთულეების ერთად გადალახვის მხრივ „არსენალთან“ თამაში ორიენტირი უნდა იყოს. სხვანაირად. ასეთ დონეზე თამაში შეუძლებელია“ – იუწყება ტუხელის ნათქვამს გერმანული მედია.
1/2-ფინალის პირველ მატჩში “ბაიერნი” “რეალს” 30 აპრილს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა მადრიდში 7 მაისს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი