პეპ გვარდიოლა: „ყველაფერი დეტალებმა გადაწყვიტა“

0
46

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში შინ მადრიდის „რეალთან“ პენალტების სერიაში მარცხის და ტურნირიდან გამოთიშვის მიუხედავად, „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი გუნდი ყველა ასპექტში საუცხოო იყო.
„მე ვამჯობინებდი, რომ გაგვემარჯვა, მაგრამ „რეალს“ ვულოცავ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო და ყველა ასპექტში საუცხოოდ გამოვიყურებოდით. სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვეთ, რაც ფაქტია.
ფეხბურთში მთავარი გოლებია და მეტოქემ პენალტები ჩვენზე უკეთესად დაარტყა. ამიტომ, ნახევარფინალში გავიდა. ყველაფერი დეტალებმა გადაწყვიტა. ზოგჯერ პენალტებში იმარჯვებ, ზოგჯერ – არა“ – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს ინგლისური მედია.
ლაშა თაბაგარი