მიქაუტაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში

0
50

“მეცის” თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ამის შესახებ ლიგა 1-ის პრესსამსახური იუწყება.
განვლილ ტურში “მეცმა“ „ლანსი“ მიიღო და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის წყალობით გაიმარჯვა, რომელმაც დუბლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა.
„ლანსი“ მე-13 წუთზე სოტოკამ დააწინაურა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. 34-ე წუთზე მიქაუტაძემ მეტოქის საჯარიმოში ერთი მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და „ცაციათი“ ბურთი „ცხრიანში“ გაიტანა – 1:1. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე „მეცმა“ სტუმრები მათ საჯარიმოსთან „მიაპრესინგა“ და შეცდომა დააშვებინა, ხოლო ნდორამის პასის მერე, მიქაუტაძემ  წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 2:1. გასაკვირი არაა, რომ მიქაუტაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
23 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში „მეცის“ მაისურით საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ 15 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მან სეზონი ამსტერდამის „აიაქსში“ დაიწყო, რომელმაც ზამთარში „მეცში“ გაანათხოვრა.
ლაშა თაბაგარი