კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად თბილისის “იბერიას” თავკაცი გიორგი მიქაძე დაასახელეს. 44 წლის სპეციალისტის წარმატება გასაკვირი არაა, რადგან მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 9 თამაშიდან 7 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. “იბერია” 22 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
პირველი წრის საუკეთესო ფეხბუთელი გორის “დილას” კაპიტანი ნიკა გაგნიძეა. საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 9 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
პირველი წრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
კვასხვაძე (“დინამო” ბთ.), მამუკა კობახიძე (“დინამო” ბთ.), კაპანაძე (“იბერია”), რუხაძე (“დილა”), გაგნიძე (“დილა”), შოთა ნონიკაშვილი (“იბერია”), გიორგი კოხრეიძე (“იბერია”), არაბიძე (“ტორპედო”), წიტაიშვილი (“დინამო” ბთ.), იონსენი (“ტორპედო”).
ლაშა თაბაგარი





