კარლო ანჩელოტი: „კომპლექსურად მოქმედებას ვაპირებთ“

0
61

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში სტუმრად „სიტის“ დამარცხება სტადიონ „ეტიჰადზე“ შეუძლია, სადაც მანამდე არასოდეს მოუგია. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი თამაში მადრიდში 3:3 დასრულდა.
„მხოლოდ მომავალ მატჩზე უნდა ვიფიქროთ და სხვა არაფერზე – შეჯიბრება, ბრძოლა და საკუთარ თავში რწმენა. პირველ შეხვედრაში თანაბარი თამაში იყო და ფრე დაფიქსირდა. კიდევ 90 წუთი დარჩა, რომლის განმავლობაში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. თავდაჯერება საკმარისად გვაქვს.
თითოეულის სტატისტიკა თავისებურად ესმის. ჩვენ შეგვიძლია ეს სტატისტიკა შევცვალოთ, რადგან ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც „რეალმა“ იმ სტადიონებზე მოიგო, სადაც მანამდე არასოდეს გაუმარჯვია.
კომპლექსურად მოქმედებას ვაპირებთ – თავის კარგად დაცვაა საჭირო, ხოლო ბურთი მარტივ სიტუაციაში არ უნდა დავკარგოთ და კონტრშეტევაში ჩვენი უპირატესობა გამოვიყენოთ. მომავალი შეხვედრა ძალების მაქსიმალურად დახარჯვას მოითხოვს და მხოლოდ ერთ ასპექტზე არ უნდა ვიფიქროთ.
„რეალში“ ყველა მშვიდადაა. მე ვერ ვგრძნობ, რომ ვინმე ღელავს. ამ ტურნირში არა ყველაზე აღელვებული უნდა ვიყოთ, არამედ, ყველაზე ბედნიერები. ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ყოველთვის კარგად გამოდიოდა. მე ნერვიულობას კი არა, თავდაჯერებას ვხედავ“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს გამოცემა AS.
„სიტი“ – „რეალის“ დააპირისპირება თბილისის დროით 23:00 სათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი