“დინამომ” მოუგებელი სერია შეწყვიტა

0
44

თბილისის “დინამომ” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 5-მატჩიანი მოუგებელი (3 ფრე და 2 წაგება) შეწყვიტა. მე-9 ტურში ესპანელი ანდრეს კარასკოს გაწვრთნილი გუნდი სტუმრად “გაგრას” შეხვდა და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. 63-ე წუთზე ესპანელმა კიკე ლოპესმა მეტოქის ნახევარზე ჯარიმის შესრულების დროს ბურთი მასპინძლების საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველაზე მაღლა ნიკა უგრხელიძე ახტა და “დინამოს” მაისურით თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა – 1:0. 70-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ერთი მცველი ორჯერ მოატყუა, რის შემდეგ ვარდნაში პასი კარის წინ მდგომ ვასილიოს გორდეზიანს გაუკეთა, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა – 2:0.
“დინამო” 12 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 პოზიციაზეა, ხოლო გიორგი ონიანის თავკაცობით “გაგრამ” 4 ქულა მოიპოვა და ბოლოა.
გაგრა 0:2 დინამო თბ 
ლაშა თაბაგარი