კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში გორის „დილა“ სტუმრად ფოთის „კოლხეთს“ შეხვდა და ორბურთიანი სხვაობით აჯობა. მატჩის 22-ე წუთზე უხეშობისთვის მასპინძლების კარში დანიშნული პენალტი გორელთა კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ შეასრულა და უკრაინელმა მეკარე იაროსლავ კოტლიაროვმა ბურთი მოიგერია. 39-ე წუთზე ფოთელთა საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა პორტუგალიელმა ნობრეგამ ზუსტი პასი გაუკეთა საჯარიმოში შოთა შეყილაძეს, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 0:1. ანგარიშის გახსნიდან სამ წუთში „კოლხეთის“ საჯარიმოში ნობრეგამ უკვე ასისტენტობა სენეგალელ იბრაჰიმა დრამეს გაუწია, რომელმაც თავით გაიტანა – 0:2.
მეორე ტაიმის დასაწისში მეტოქის გადაცემის მერე, გორელმა მცველმა თავის საჯარიმოში ხელით ითამასა და მთავარმა მსაჯმა ირაკლი ხერხაძემ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გიორგი მელქაძემ შეასრულა, დავით კერესელიძემ მოიგერია. 64-ე წუთზე გორელმა მცველმა საკუთარ საჯარიმოში ფოთელი ფეხბურთელი წააქცია და ხერხაძემ ისევ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. ამჯერად, პენალტი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფორვარდმა გიორგი აბუაშვილმა შეასრულა და კერესელიძემ ბურთი ისევ აიღო.
68-ე წუთზე მასპინძლების საჯარიმოს თითქმის ხაზთან მდგომმა მალელმა აბუბაქარ კონტემ კოტლიაროვს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა – 1:3. 71-ე წუთზე ხერხაძემ „დილას“ საჯარიმოში სტუმართა მცველის მხრიდან ფოთელ ფორვარდზე თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა და მატჩში მეოთხე პენალტი დადო. რუსმა იური კლიმოვმა შიდ ქართლელთა კარი აიღო – 1:3.
მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 4 პენალტი პირველად დაინიშნა და შესაბამისად ერთი გუნდის კარშიც 3 თერთმეტმეტრიანი პირველად დაიდო.
კოლხეთი 1913 1:3 დილა
ლაშა თაბაგარი





