ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრე მე-2 ადგილზე დაარულა. ბათუმელთა საშინაო არენაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, უკრაინელი ანდრე დემჩენკოს გაწვრთნილებმა „სამტრედიას“ ბათუმში მდებარე ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელებს თავიდანვე დიდი უპირატესობა ჰქონდათ და ბურთი გვერდით ძელსაც მოახვედრეს, ტაიმის შუაწელში ბურთი საკუთარ კარში მიიღეს. სამტრედიელთა კონტრშეტევის დრის ავღანელმა ნახევარმცველმა მასპინძლების მცველებს სისწრაფეში აჯობა და მეკარესთან პირისპირ გასულმა გაიტანა – 0:1. მკე-40 წუთზე მარცხენა ფლანგიდან გიორგი წიტაიშვილმა სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა და ბრაზილიელმა ლეო ასუნსეუმ ბურთი თავის კარში ჩაჭრა.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ცოტნე ფაცაციამ საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა. ამის შემდეგ, მოედანზე ასევე ცვლილებაზე გამოსულმა დავით მუჯირმა თავით დაარტყა და მეკარის ხელიდან ბურთი გვერდი ძელს შეეხო.
88-ე წუთზე წიტაიშვილი სამტრედიელთა საჯარიმოს მარცხნიდან მიუახლოვდა და კარის შორეულ ძელთან ჩააწოდა, სადაც ბურთს პაატა ღუდუსაურმა მიასწრო, რომელმაც თავით გაიტანა – 2:1. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე წიტაიშვილმა თითქმის ანალოგიური პოზიციიდან უკვე დაბალი ტრაექტორიით გაგზავა ბურთი საჯარიმოს მიჯირის მისამართით, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
ბათუმის „დინამო“ 22 ქულით 10 გუნდში მეორეა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის ხელმძღვანელობით „სამტრედიას“ 6 ქულა აქვს და მერვეა.
დინამო ბთ 3:1 სამტრედია
ლაშა თაბაგარი





