შერმადინი ისევ შეუჩერებელია

0
39

გიორგი შერმადინის მორიგი სუპერმატჩი ესპანეთის ჩემპიონატში, რითაც ის დიდი ალბათობით კვლავ ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდება. ქართველი ცენტრის წინამძღოლობით ლენოვო ტენერიფემ ესპანეთში ჩემპიონატში ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო. 29-ე ტურში კანარელებმა ბილბაო ბასკეტს უმასპინძლეს და 101:84 გაიმარჯვეს.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 25:53 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 9 ორქულიანი და 7-დან  7 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 43 შეადგინა, რითაც მატჩის MVP გახდა.
მიმდინარე სეზონში შერმადინი ბევრად ნაკლები პროცენტულობით ხდებოდა ტურის MVP და ამჯერად ამ შედეგის გამეორებას, დიდი ალბათობით, წინ არაფერი დაუდგება. 43 ამ სეზონში არავის დაუფიქსირებია. თავად შერმადინისთვისაც ეს შედეგი კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
ტენერიფეს 19 მოგების წილ 10 წაგება აქვს ბარსელონასთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს