ლევერკუზენის „ბაიერის“ პირველი საჩემპიონო ტიტული გერმანიაში

0
41

ლევერკუზენის „ბაიერმა“ გერმანიის ჩემპიონის ტიტული არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო. 42 წლის ესპანელი ხაბი ალონსოს გაწვრთნილმა გუნდმა თავის მოედანზე 29-ე ტურში ბრემენის „ვერდერი“ 5:0 გაანადგურა და ოქროს მედლები ტურნირის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაინაღდა. განვლილ შეხვედრაში სამი გოლი ფლორიან ვირცმა გაიტანა. ის ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საჩემპიონო მატჩში ჰეთ-თრიქი მიითვალა.
ცნობისთვის, „ბაიერმა“ ბუნდესლიგაში ვერცხლის მედლები 5-ჯერ მოიპოვა – 1997, 1999, 2000, 2002 და 2011 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონამდე „ბაიერი“ გერმანიაში არასოდეს გაჩემპიონებულა, ლევერკუზენელებმა 1987-1988 წლების სეზონში უეფას თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ „ბაიერი“ მიმდინარე სეზონში ჯერ არცერთ ტურნირში არ დამარცხებულა – ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ევროპა ლიგა. ხაბი ალონსოს შეგირდებს გერმანიაში „ოქროს დუბლის“ შანქი აქვთ, რადგან თასის ფინალში არიან და მეორე ბუნდესლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ „კაიზერსლაუტერნს“ ხვდებიან.
ლაშა თაბაგარი