კიტეიშვილის გოლი და საგოლე პასი ავსტრიაში

0
50

ავსტრიის ჩემპიონობისთვის მებრძოლმა გრაცის „შტურმმა“ ბუნდესლიგაში მორიგი თამაში მოიგო, ხოლო ოთარ კიტეიშვილმა თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
გრაცელებმა გასვლაზე „ჰარტბერგს“ 3:1 აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა 63-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 2:0 გახდა. მან 90-ე წუთზე ზუსტი გადაცემით გოლი გორენც სტანკოვიჩს გაატანინა. კიტეიშვილი მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე შეცვალეს. ოთარმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 5 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. „შტურმი“ 32 ქულით მეორე ადგილზეა და ამდენივე ქულის მქონე ლიდერ „ზალცბურგს“ მხოლოდ გატანილ-გაშვებული ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი